Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“ენ ჯი თი ჯგუფი” წარმოადგენს თოთხმეტწლიანი გამოცდილების მქონე, ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად ტექნოლოგიური სერვისების კომპანიას. ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი და საშუალო ორგანიზაციები საფინანსო, სახელმწიფო და სამედიცინო სექტორიდან. საქართველოში კომპანია წარმოადგენს  30-მდე საერთაშორისო კლასის ვენდორს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში. ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, ცნობისმოყვარე და პრობლემის ამოხსნაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც სურს რომ  შეიძინოს  კვალიფიკაცია ტექნოლოგიების სფეროში.

 

ჩვენ გეძებთ შენ, თუ ხარ,

 

  • სიახლეებისა და გამოწვევების მოყვარული
  • გაქვს ძლიერი ტექნიკური უნარები და მოგწონს ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობა
  • გაინტერესებს IT სფერო და მისი ყოველდღიურობაში გამოყენების უამრავი გზები
  • გაქვს სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
  • ორგანიზებული და პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული

 

რას გააკეთებ?

 

  • კომპანიის მიერ რეალიზებული აპარატურის და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების ინსტალაცია, დეინსტალაცია, მოდიფიკაცია, ხარვეზების გამოსწორება
  • IT მოწყობილობების კონფიგურაცია, ტექ. მხარდაჭერა, მომხმარებლების ინსტრუქტაჟი
  • მოწყობილობების, ქსელების ინსტალაცია და კონფიგურაცია
  • ტექნიკური საკითხების მოგვარებაში და პროექტებში აქტიური მონაწილეობა

 

აუცილებელია, რომ გქონდეს:

 

  • დასრულებული საშუალო განათლება
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია - მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
  • ინფორმაციის მოძიების, სწავლის უნარი

 

კარგი იქნება, რომ გქონდეს:

 

  • უმაღლესი ან პროფესიული კოლეჯის განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • საბაზისო ელექტროობის და კავშირგაბმულობის საფუძვლების ცოდნა
  • ელექტრული სქემების გარჩევის ცოდნა

 

რას გთავაზობთ?

 

  • პირველ ეტაპზე ანაზღაურებად სტაჟირებას.
  • მოხვდები ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ აიტი კომპანიაში.
  • იმუშავებ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ძალიან გამოცდილ და წარმატებულ გუნდთან.
  • გექნება ზრდის და განვითარების შესაძლებლობა.

 

მსურველებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია შემდეგ ბმულზე:

https://my.hirehive.io/ngt/jobs/79925/it

ან გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მეილზე:

george.mkurnalidze@ngt.ge